23:01 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 12:05:48, 650 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებმა, კამპანიის „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, გურიის და აჭარის სკოლებში შეხვედრები გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონის სკოლებში შეხვედრები გრძელდება. შსს-ს ცნობით, სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის N1 და N4 საჯარო სკოლებში, ასევე, ქალაქ ქობულეთის N2 და N3 საჯარო სკოლებში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს სხვადასხვა საჭირო და აქტუალურ თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ, აგრეთვე, მართლწესრიგთან დაკავშირებით.

შეხვედრებზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თემაზე გადაღებული ვიდეორგოლები უჩვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია "ემეგობრე პოლიციას" სექტემბერში დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდ ქალაქებში უკვე ჩატარდა, საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში კი წლის ბოლომდე გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics