08:13 - 31 Jul, 2026
|
2022-12-07 09:23:01, 1123 ნახვა
პოლიტიკა
კინზინგერი - უკრაინაში მებრძოლი ქართველები გმირები არიან
არც ერთი მებრძოლი ქართული ლეგიონიდან ან უკრაინაში მებრძოლი ქართველი არ არის "მოტყუებული", - ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას. როგორც კინზინგერმა Twitter-ზე დაწერა, ქართველი მებრძოლები გმირები არიან. "არც ერთი მებრძოლი ქართული ლეგიონიდან ან უკრაინაში მებრძოლი ქართველი არ არის "მოტყუებული". ისინი გმირები არიან. რამდენად მცირე პატივისცემას იჩენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავისი ხალხის მიმართ, როცა მხედველობაში აქვს, რომ მათ არ იციან სიმართლე? რას იტყვი რუსეთზე?" - წერს კინზინგერი. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინაში ქართველი მებრძოლები "ომის პარტიას" მიჰყავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)