|
2022-12-06 17:26:14, 812 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ რომის მერთან შეხვედრა გამართა
თბილისის მერი კახა კალაძე რომის მერს, რობერტო გუალტიერის შეხვდა. შეხვედრა რომში, კახა კალაძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს და იტალიის დედაქალაქების მერებმა ორი ქვეყნის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი ურყევია. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა რობერტო გუალტიერის, საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის მხრიდან გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო თბილისსა და რომს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. „პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისთვის. როგორც იცით, ჩემთვის იტალია მეორე სამშობლოა. თუ რამე წარმატება გამაჩნია, ეს დაკავშირებულია ამ ქვეყანასთან და ამ ხალხთან. ძალიან ვუფრთხილდები ამ სიყვარულს და ურთიერთობას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ დღეს ხელს მოვაწერთ დედაქალაქებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. იმედი მაქვს, ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება მოგვცემს მეტ შესაძლებლობას, ერთმანეთს გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება და ვითანამშრომლოთ სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე. თბილისის მერმა წარმატებები უსურვა იტალიის დედაქალაქს საერთაშორისო გამოფენა „EXPO 2030“-ის მასპინძლობისთვის კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით და გამარჯვება უსურვა. რომის მერმა მადლობა გადაუხადა თბილისელ კოლეგას ვიზიტისთვის. მანვე იმედი გამოთქვა, რომ "EXPO 2030"-ის მასპინძლობა მისცემს საშუალებას რომს, კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა სხვადასხვა ქალაქთან, მათ შორის თბილისთან. „მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო იტალიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი. იმედი მაქვს, მემორანდუმი, რომელსაც ხელს მოვაწერთ, კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს და განსაკუთრებით ჩვენს ქალაქებს შორის არსებულ ურთიერთობებს. რომის მერიაში გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე დაესწრნენ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)