21:10 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 15:37:40, 930 ნახვა

პოლიტიკა
მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეები აქტიურად ჩაერთვებიან

მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეები აქტიურად ჩაერთვებიან.

ცვლილებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, სოფლის, დაბის,  ქალაქის საერთო კრებაში მონაწილეობა მიიღონ და დასახლებებისა და მუნიციპალიტეტებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესში აქტიურად ჩაერთონ.

ამასთან, პროექტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ავალდებულებს,  საერთო კრების მუდმივმოქმედი ორგანოს განცხადებები, მოთხოვნები და წარდგინებები განიხილოს და მას განხილვის შედეგების შესახებ აცნობოს. 

გამგეობასთან/მერიასთან  როგორც სათათბირო ორგანო- სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ჩამოყალიბდება.
აღნიშნული კანონპროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მომზადდა. პროექტის მომზადებაში ჩართულები იყვნენ ასევე ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" და 16 სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია. 

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, პროექტი  მთავრობას გადაეგზავნება. შერგელაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს რამდენიმე კვირაში წარედგინება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics