14:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 16:55:40, 1816 ნახვა

რეგიონი
სოფელ ხოვლეში, კასპის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და "ოფთალმიჯის" ინიციატივით, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

სოფელ ხოვლეში კასპის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და ჯავრიშვილის ოფთალმოლოგიური კლინიკა "ოფთალმიჯის" ინიციატივით, ადგილობრივებისთვის მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობას კვალიფიციური ექიმების მიერ, თვალის წინა სკანის დათვალიერება, ტონომეტრია-წნევის გაკონტროლება, საკითხავი სათვალის შერჩევა და სხვა საჭირო კონსულტაციები ჩაუტარდა.

სამედიცინო კონსულტაციით ისარგებლეს საპენსიო ასაკის პაციენტებმაც, რომლებმაც აღნიშეს, რომ მათთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელი და კომფორტული იყო ადგილზე საჭირო კონსულტაციის მიღება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. 

ჯავრიშვილის კლინიკა "ოფთალმიჯი" 1996 წელს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი ჯავრიშვილის მიერ დაფუძნდა. კლინიკა მუდმივად თანამშრომლობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მსგავსი ტიპის სამედიცინო შემოწმებებს ხშირად მართავს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics