|
2022-12-06 13:23:57, 812 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტს მართავენ
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე, შრომის ინსპექციის სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში შრომის თემატიკაზე მომუშავე უწყებებს ხვდებიან. ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა შრომის სახელმწიფო დეპარტამენტთან. სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს შრომის კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები. მთავარი შრომის ინსპექტორის ბექა ფერაძის განცხადებით, ქვეყანა მდგრადად განაგრძობს წინსვლას ქვეყანაში ღირსეული შრომის პირობების განვითარების გზაზე, რაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო პარტნიორებს მიუძღვით. შრომითი ნორმების ეფექტურად აღსრულების მიზნით კი შრომის ინსპექციის სამსახური არსებული მანდატიდან გამომდინარე ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შტატების დონეზე შრომის თემატიკაზე მომუშავე სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საინფორმაციო/ სამუშაო შეხვედრები. ვიზიტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის - შრომითი უფლებების გაძლიერება ეფექტური შრომის ინსპექტირების მეშვეობით, საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამის (IVLP) ფარგლებში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)