|
2022-12-06 11:34:03, 841 ნახვა
საზოგადოება
„არ ვართ ვალდებული, მიზეზი გითხრათ“ - საქართველოში უკრაინის მოქალაქე არ შემოუშვეს
საქართველოში უკრაინის მოქალაქე ლიზა დადაშოვა არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას დადაშოვა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, მესაზღვრეებმა აეროპორტში რამდენიმე საათი გააჩერეს და ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ისე უთხრეს, რომ აკრძალვის რეალური მიზეზი არ განუმარტავთ. "პასპორტის კონტროლის დროს დაიწყო შეფერხება, დიდხანს ველოდი დოკუმენტების შემოწმების პროცესს. 20 წუთის შემდეგ პასპორტი წაიღეს და მითხრეს, რომ დავლოდებოდი. ასე დავრჩი 13:10 საათამდე. ამის შემდეგ, აეროპორტის თანამშრომელი მივიდა და თქვა, რომ დღეს ქვეყანაში შესვლა შეუძლებელი იქნება, რადგან უარი მოვიდა. მითხრეს, რომ რაღაც ოთახში შევსულიყავი და დავლოდებოდი პასუხს. სწორედ ამ ოთახისკენ მიმავალ გზაზე მთხოვეს ტელეფონის გათიშვა. 5 საათი ბინძურ, ცივ ოთახში გავატარე კომუნიკაციის გარეშე. საქართველოში მანამდე ხუთჯერ ვიმოგზაურე, არც ერთხელ დარღვევა არ დაფიქსირებულა. მთელი ის დრო, რაც თბილისის აეროპორტის მაცივარში ვიჯექი, შეკითხვაზე - რა არის შემოსვლის აკრძალვის მიზეზი? - პასუხი იყო რამდენიმე: "არ ვიცი, უფროსმა იცის", "არ ვართ ვალდებული, მიზეზი გითხრათ“ და ა.შ." - წერს დადაშოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)