|
2022-12-05 11:59:54, 1061 ნახვა
სამართალი
ლენტეხში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სოფელ ხელედში, რეგისტრირებული სახერხი საამქრო გადაამოწმეს. საამქროს ტერიტორიაზე დასაწყობებული იყო წიწვოვანი და წიფლის სახეობის 28 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). მიმდებარედ დასაწყობებული პირველადი გადამუშავების პროდუქტიდან კი, 96 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე უკანონოდ იყო მოპოვებული. "სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, ჯამში, 253,71 კუბური მეტრი მოცულობის უკანონო ხე-ტყე დაილუქა. რადგან ხე-ტყის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 61, 5 ათას ლარზე მეტია და ზიანის მნიშვნელობიდან გამომდინარე გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა", - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)