08:45 - 31 Jul, 2026
|
2022-12-04 10:57:42, 1096 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - შევიკრიბოთ და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ ნაძვის ხეს
პარტიული და პროპაგანდისტული, ანტიუკრაინული მესიჯი ‘მშვიდობის ქალაქი’ არა საახალწლო სიმბოლოა, არამედ შეურაცხყოფის და სიყალბის ადგილი, - ამის შესახებ "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში საახალწლო სლოგანთან დაკავშირებით წერს. ხოშტარია დღეს, 4 დეკემბერს აქციას აანონსებს და ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც ქართველი მებრძოლები უკრაინაში იღუპებიან,"ყალბი მშვიდობის" გაპროტესტებას გეგმავს. "შევიკრიბოთ და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ იმ ნაძვის ხეს. კვირას, 19:00 ჩვენ წავალთ და ასე გამოვხატავთ გლოვას და პროტესტს ყალბ მშვიდობაზე. ჩვენი რეალური მშვიდობისთვის დაიღუპა ის ხალხი", - წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ელენე ხოშტარია. შეგახსენებთ, გუშინ, 3 დეკემბერს ბახმუტთან 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)