|
2022-12-03 14:11:01, 1301 ნახვა
სამართალი
ბერძნული მედია ქართველ მძარცველზე - მან აწამა ჩვილი დედის თვალწინ,რათა ქალს ეთქვა სად იყო სეიფი
31 წლის ქართველი მამაკაცი, რომლის მიმართ იტალიის ხელისუფლებამ 30 ნოემბერს დაპატიმრების ორდერი გამოწერა , პერისტერში საგამოძიებო დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. დამნაშავეს იტალიის ხელისუფლებას ეძებდა, რადგან საჩივრების თანახმად, ის აწამებდა მოსახლეობას სახლების ძარცვისას. 2021 წლის მარტში, კალაბრიის დიდ ფერმაში, მან აწამა ჩვილი დედის თვალწინ, რათა ქალს მისთვის ეთქვა თუ სად იყო სეიფი. დამნაშავე მარტო არ მოქმედებდა, მას თან სამი თანამზრახველი ახლდა. მათთან ერთად ფერმაში შუადღით შევიდა და გათენებამდე მძევლად ყავდათ დედა, ბებია და ბაბუა , სანამ არ გაუმხილეს, სად იყო დამალული ფული. ქართველი ამ კონკრეტულ ფერმაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა. იტალიის ხელისუფლება მობილიზებული იყო მის დასაკავებლად და როდესაც აღმოაჩინეს მისი მანქანა, დამნაშავე საბერძნეთში გაიქცა, სავარაუდოდ ალბანეთის საზღვრის გავლით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)