|
2022-12-02 16:05:28, 1019 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის რაიონის გამგებელმა 2022 წელს შესრულებული პროექტების ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა. თბილისის მერიის ცნობით, 2022 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს შორის აღსანიშნავია სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია, რომელიც 6 მისამართზე განხორციელდა. სპორტული მოედნები მოეწყო ან რეაბილიტირდა 10 მისამართზე. ასფალტის საფარი შეიცვალა 25 150 კვ.მ. ფართობზე - ჯამში, 113 მისამართზე. ასევე, მიმდინარე წელს დასრულდა აბანოს ქუჩა N23-ში მდებარე კულტურული ძეგლის რეაბილიტაციაც. პრეზენტაციაზე კრწანისის რაიონის გამგებელმა 2023 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა. „მიმდინარე წელს, კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ვმუშაობდით სხვადასხვა მიმართულებით, შესრულდა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური პროექტები; ჩავატარეთ საინტერესო კულტურული და სპორტული ღონისძიებები; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს დავეხმარეთ, მოეგვარებინათ ის პრობლემები, რომლებიც სამეზობლოს აწუხებდა. მომავალ წელს გვაქვს კიდევ არაერთი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი და ბუნებრივია გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი რაიონის მოსახლეობის კეთილდღეობისათვის“, - აღნიშნა ბექა მიქაუტაძემ. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე რაიონების გამგებლები ესწრებოდნენ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)