|
2022-12-01 17:20:19, 1097 ნახვა
საზოგადოება
ციფრული მმართველობის სააგენტომ GITI-ზე ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტები წარადგინა
ციფრული მმართველობის სააგენტომ კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაზე უწყების მიერ ამ სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და ცვლილებების შესახებ პრეზენტაციები წარადგინა. უწყების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების, ციფრული მმართველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებზე. კონფერენციაზე გაიმართა მსჯელობა საქართველოსა და, ზოგადად, რეგიონში ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებზე, ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოების პროექტებსა და ამ პროექტებში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესზე. სააგენტოს წარმომადგენლებმა წარადგინეს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და პარტნიორობით მიმდინარე პროექტები. პრეზენტატორებმა ისაუბრეს ინოვაციურ პროექტებზე, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო საჯარო მმართველობის პროცესში აქტიურად იყენებს. კონფერენციის მონაწილეები წარმატებული კიბერაქტივობებს გაეცნენ, მათ შორის, კიბერსერვისებსა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისთვის მიმდინარე პროექტებს: კიბერკლასი, ელექტრონული სწავლების პლატფორმა, Cyber Winter და სხვა. კიბერუსაფრთხოების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციების რეგიონული კონფერენცია „GITI 2022“ ორდღიანია. ღონისძიებაში 15-მდე ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. GITI ინფორმაციულ- საკომუნიკაციო სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიებაა. კიბერუსაფრთხოების კონფერენცია „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით, იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროებისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს პარტნიორობით მიმდინარეობს. ღონისძიება წელს მეთორმეტედ ჩატარდა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)