|
2022-12-01 12:51:43, 1047 ნახვა
საზოგადოება
ბულგარეთში, მედიკამენტების რეფერენტული ფასების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი ეროვნული საბჭოს წევრებს შეხვდა
მედიკამენტების რეფერენტული ფასების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, მორიგი სამუშაო ვიზიტით, ბულგარეთს ეწვია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სოფიაში, სამედიცინო პროდუქტების ფასებისა და ანაზღაურების ეროვნული საბჭოს მენეჯერებს შეხვდნენ. აღნიშნული საბჭო, ქვეყანაში, წამლებზე რეფერენტული ფასების პოლიტიკას განსაზღვრავს. ასევე, კოორდინაციას უწევს ფასების გამოთვლისა და მონიტორინგის პროცესებს. შეხვედრაზე, რეფერენტული ფასების დადგენის კუთხით, ბულგარეთის გამოცდილებაზე ისაუბრეს. მხარეებმა, იმსჯელეს სამედიცინო პროდუქტებზე ფასების კალკულაციის, რეგულირებისა და მონიტორინგის მექანიზმებზეც. ასევე, განიხილეს რეფორმის პროცესში შესაძლო გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებზე ზღვრული ფასების გამოსათვლელად, შერჩეული ჰყავს 4 რეფერენტული ქვეყანა. მათ შორის ერთ-ერთი ბულგარეთია, სადაც რეფერენტული ფასები 2007 წელს განისაზღვრა და პროცესი, დღემდე, წარმატებით მიმდინარეობს. საქართველოში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდებაა. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები 2023 წლის დასაწყისიდან დაწესდება. პირველ ეტაპზე, ღირებულების ზედა ზღვარი, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე განისაზღვრება, შემდეგ კი სხვა სამკურნალო საშუალებებსაც შეეხება. სამუშაო პროცესში ჩართულები არიან დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, რათა მედიკამენტების ფასების რეგულირების ახალი მექანიზმის დიზაინი საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის სპეციფიკის და კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავდეს. პროცესი, უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს. ბულგარეთში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის მ/შ ნიკოლოზ კობახიძე, ამავე დეპარტამენტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მერაბ ასანიძე, პროექტის განმახორციელებელი ერთეულის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინე ჯავახაძე, პროექტის განმახორციელებელი ერთეულის ჯანდაცვის სპეციალისტი ლელა სულაბერიძე, სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატო ბადაგაძე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მომსახურების დეპარტამენტის, წამლის რეგისტრაციისა და ნებართვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი მარიკა ბასილაძე და მონიტორინგის დეპარტამენტის წამლის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი სოსო იმედაშვილი.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)