|
2022-11-29 11:26:32, 1013 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი „ქიმიური ნივთიერებების და ნარევების შესახებ“ კანონპროექტის სამუშაო ვერსიის განხილვას დაესწრო
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქიმიური ნივთიერებების სათანადო მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში, ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა. განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა. როგორც მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიებთან - DEKONTA და MEDYSTIL ერთად ახორციელებს „ქიმიური ნივთიერებების სათანადო მართვის შესაძლებლობების გაძლიერების" პროექტს, რომლის მიზანი ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემის ევროპულ მოდელთან შესაბამისობაში მოყვანა, კანონმდებლობის შემუშავება და ეროვნულ დონეზე შესაძლებლობების გაძლიერებაა. „საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქიმიური ნივთიერებების ეფექტიანი მართვა საკმაოდ რთული, შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოითხოვს მართვის ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც შესაბამისობაში იქნება მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ სისტემებთან. ჩეხეთის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყანაში ქიმიური ნივთიერებების მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნის ხელშეწყობაში. იმედი მაქვს, ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ უფრო მეტის გაკეთებას ქიმიური ნივთიერებების მართვის კუთხით და მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების განსახორციელებლად“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების ახალ კოდექსს საკანონმდებლო სივრცეში გადმოაქვს ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაციის, შეფასების, ავტორიზაციისა და შეზღუდვის შესახებ (REACH) და ქიმიური ნივთიერებების და ნარევების კლასიფიკაციის, ეტიკეტირებისა და შეფუთვის შესახებ (CLP) რეგულაციები. კანონპროექტის განხილვას ქიმიური ნივთიერებების მართვის ჩეხი ექსპერტები უძღვებოდნენ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)