|
2022-11-29 10:05:45, 1230 ნახვა
პოლიტიკა
„ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“ - ბრიუსელში კონფერენცია გაიმართება
დღეს, ბრიუსელში ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი (ECR)-ის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართება, რომლის მთავარი თემა ოლიგარქია, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი იქნება. როგორც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "ტვიტერზე" წერს, დისკუსიის მონაწილეებს შორის არიან საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი, უკრაინის რადის უმაღლეს დეპუტატი, ოლექს გონჩარენკო, უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა "უშანგი" მამულაშვილი და პარიზის პოლიტიკური მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი და პოლიტიკურ მიმომხილველი, თორნიკე გორდაძე. "საქართველო ეკუთვნის დასავლურ ერთობას. კავშირები, რომელიც ცდილობს ქვეყანა რუსული სამყაროს გავლენის ქვეშ შეინარჩუნოს, უნდა გამოაშკარავდეს და ჩვენ სწორად უნდა მივუდგეთ ამ პრობლემას და დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს მომავალი ტრანსატლანტიკურ ოჯახშია",- წერს ევროპარლამენტარი. კონფერენცია თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)