|
2022-11-28 11:13:42, 1326 ნახვა
სამართალი
მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება
დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრება. აღნიშნული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ დაადასტურა. ადვოკატის თქმით, ექსპრეზიდენტს არ სურს, რომ პროცესი ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდოს, შესაბამისად, საქალაქო სასამართლოში გადასაადგილებელი ეტლით მივა. პროცესი 15:00 საათზე დაიწყება. "სასამართლოს გამოძახებული ჰყავს და არა ერთხელ გადაიდო პროცესი მისი გამოუცხადებლობის გამო, ამიტომ იმისთვის, რომ ჩვენ არ გავხდეთ მიზეზი პროცესების ჩაშლისა და გადადების, გადააწყვიტა დღეს გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე, თუმცა ეს მოხდება, ალბათ, გადასაადგილებელი სავარძლით, იმიტომ რომ ასეთ მანძილზე ჩაჯდეს, ფიზიკურად შეუძლებელია. თუ ცუდად არ შეიქმნა, დაზუსტებით გეტყვით, რომ მოვა და მისცეს ჩვენებას სასამართლოს", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)