|
2022-11-24 17:26:28, 1181 ნახვა
საზოგადოება
ბაკურ აბულაძე საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლებრივი ჩარჩოს მიმდინარე რეფორმის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო
გენერალური პროკურატურის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლებრივი ჩარჩოს მიმდინარე რეფორმის და შემდგომი გაუმჯობესების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციას, რომელიც ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის სტანდარტების დანერგვის დეპარტამენტის უფროსი ფრედერიკ დოლტი და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციის მონაწილეებმა საკანონმდებლო და პრაქტიკული საკითხები განიხილეს, რომლებიც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომი გაუმჯობესებისთვის არის აუცილებელი. გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირის და ევროპის საბჭოს აქტიური მხარდაჭერით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. ბაკურ აბულაძის განაცხადებით, მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომელიც ევროსაბჭოს ექსპერტების ჩართულობით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო დებულებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განხორციელდა. გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის და ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, უწყება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლებრივი ჩარჩოს მიმდინარე რეფორმის და შემდგომი გაუმჯობესების საკითხების განხილვის კონფერენციაზე, ევროპის საბჭოს ექსპერტებმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და შესაბამისი საკანონმდებლო დებულებების შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან" მიმოხილვის ძირითადი დასკვნები წარადგინეს.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)