|
2022-11-24 12:01:54, 929 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - ქვეყანა რომ იყოს მიჩნეული ტერორიზმის მხარდამჭერად, ამას ევროპარლამენტი არ ადგენს
ზოგადად, ქვეყანა რომ იყოს მიჩნეული ტერორიზმის მხარდამჭერად, ან ვინმე გამოცხადდეს ტერორისტად, ამას ევროპარლამენტი არ ადგენს, ამას ადგენს შესაბამისი უწყება, მაგალითად ჰააგა და შესაბამისი სასამართლოები, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს. როგორც ღუდუშაურმა ჟურნალისტებს უთხრა, საქართველომ სწორედ ჰააგის სასამართლოს მიმართა და მოიპოვა აღიარება, რომ რუსეთმა საქართველოს წინაშე დანაშაული ჩაიდინა. "თუ გაინტერესებთ, ჩვენ რა გავაკეთეთ, იცოდეთ, დაიმახსოვრეთ კარგად და საზოგადოებას აუხსენით - ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ ჰააგას მივმართეთ. ჩვენ დღესაც გვაქვს რუსეთთან დავა და ჩვენი კონკრეტული ქმედების შედეგად, საერთაშორისო ასპარეზზე სასამართლოს ძალით მოვიპოვეთ ის, რომ აღიარებულ იქნა - დიახ, რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში ჩაიდინა დანაშაული. ამაზე მეტი სხვა დანარჩენი არის მეორე და მესამეხარისხოვანი", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა. შეგახსენებთ, გუშინ, 23 ნოემბერს ევროპარლამენტის წევრებმა სტრასბურგში პლენარულ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს. რეზოლუციას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 58, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)