|
2022-11-24 09:56:06, 944 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი უნგრეთის ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია უნგრეთის ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით უნგრეთის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. საუბარი შეეხო აგროტურიზმის განვითარების, ღვინის ექსპორტის ზრდის, სათესლე მასალის წარმოების, აგრარული პროდუქციის წარმოებისა და მესაქონლეობის სექტორის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. „ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, უნგრეთის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი ამოცანაა, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ფერმერების დახმარება მეტი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოების მიზნით. ერთობლივი ძალისხმევით, ვფიქრობ, თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც უნგრეთის ელჩმა აღნიშნა, მოხარული იქნება თუ უნგრეთში მეტ ქართულ, ხოლო საქართველოში მეტ უნგრულ პროდუქტს იხილავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)