|
2022-11-23 13:09:55, 961 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესებულია, სულ უფრო გამხდარი და დაუძლურებული მხვდება
მისი ჯანმრთელობა მუდმივად გაუარესებულია, სულ უფრო გამხდარი და დაუძლურებული მხვდება, - ასე აფასებს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მეუფე ნიკოლოზის თქმით, საქართველოში სამედიცინო სამსახური არ არის ისე განვითარებული, რომ მოხერხდეს მიხეილ სააკაშვილის ყველანაირი რეაბილიტაცია და მკურნალობა. "რეალურად, რაც მე ვიცი, რასაც ჩემი თვალით ვხედავ, მისი ჯანმრთელობა მუდმივად გაუარესებულია, სულ უფრო გამხდარი მხვდება და უფრო დაუძლურებული. ბოლო მისვლაზე, უკვე ლოგინში იწვა, ადრე ასე არ იყო. არავინ არ მიიღოს ეს, როგორც ღირსების შელახვა, ჩვენი ქვეყანა არ არის საკმარისად განვითარებული და შესაბამისად, სამედიცინო სამსახური არ არის ისე განვითარებული, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში და ვერ ისმევა ყველა დიაგნოზი და ვერ ხერხდება ყველანაირი რეაბილიტაცია და მკურნალობა",- ამბობს მეუფე. შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება". აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, რომელმაც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მოუწოდა, ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რათა "საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ". პრეზიდენტის შესაძლო მოწამვლის საკითხზე კიდევ ერთი განცხადება დღეს „ვივამედშიც" გაკეთდა. კლინიკის დირექტორი, ზურა ჩხაიძე ამბობს, რომ პაციენტ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევები არაერთგზის აქვს ჩატარებული. 21 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოწამვლაზე ეჭვი "არასდროს ჰქონია და სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა".
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)