13:08 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 19:51:47, 915 ნახვა

პოლიტიკა
ცისკარიშვილი - ვანო მერაბიშვილი ლევან ხაბეიშვილს მხარს უჭერს

ვანო მერაბიშვილს რომ ქართულ პოლიტიკაში ინტერესი არ აქვს, ამას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ. ის საერთაშორისო პროექტებშია ჩართული. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა TV პირველთან განაცხადა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილი ლევან ხაბეიშვილს მხარს უჭერს.

ქართულ პოლიტიკასთან რომ მას ინტერესი არ აქვს, ამას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ. ის ჩართულია საერთაშორისო პროექტებში, პროექტში ,,Free Russia", სადაც რუსი, ბელორუსი ოპოზიციონერები არიან გაერთიანებული. მაგრამ ის, რომ ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს, როგორც ამ პროცესში ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ამომრჩეველი, ამას გიდასტურებთ. უფრო მეტსაც გეტყვით, თუ ვინმეზე ხმა მიუწვდება პარტიაში, სხვა ამომრჩევლებზე, ალბათ, იმათაც ყველას სთხოვს.
ვანო მერაბიშვილი გარდა იმისა, რომ ,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელია და მისი გენმდივანიც იყო, ამის გარდა ის არის ჩვენი მხარდამჭერი და ამომრჩეველია. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს.

ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკუთარი კანდიდატურა 16 ნოემბერს წარადგინა.

ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ - მას სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics