|
2022-11-22 14:26:44, 678 ნახვა
საზოგადოება
ვერეს ხეობაში ჩამოშლილი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ვერეს ხეობაში, გაბაშვილის ქუჩის N11 კორპუსის მიმდებარედ ჩამოშლილი ფერდის გამაგრების სამუშაოებს გაეცნენ. ფერდის გასამაგრებლად რკინა-ბეტონის ხიმინჯოვანი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. „ეს ადგილი წარმოადგენდა საფრთხეს, მოსახლეობის ძალიან დიდი თხოვნა იყო ამ პროექტის განხორციელება და რა თქმა უნდა, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. მიწის ქვეშ, ცხრა მეტრის სიღრმეში კეთდება ხიმინჯები. კედლის სიგანე დაახლოებით 140 მეტრი იქნება, ხოლო სიმაღლეში იქნება 9 მეტრი. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ ვაკის რაიონის გამგეობა განახორციელებს კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის მოსახლეობის უსაფრთხოება და ჩვენ ვხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. ის საფრთხე, რაც ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას, ყველანაირად მოხსნილი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით სამი მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების დასრულება 2023 წლის თებერვალში იგეგმება. ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)