|
2022-11-22 09:46:57, 1340 ნახვა
ომი უკრაინაში
კანადის მთავრობამ სახელმწიფო ობლიგაციები გამოუშვა, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინას გადაეცემა
კანადის მთავრობამ გამოუშვა სახელმწიფო ობლიგაციები, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინას გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას კანადის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. „იმისთვის, რომ კანადელებს მიეცეთ საშუალება, პირდაპირ მხარი დაუჭირონ უკრაინის მამაც ხალხს, კანადის მთავრობა დღეს „უკრაინის სუვერენიტეტის“ 500 მილიონი დოლარის ოდენობის ობლიგაციებს გამოუშვებს“, - ნათქვამია განცხადებაში. უწყების ცნობით, ობლიგაციების გამოშვების ინიციატივა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გასულ თვეში, უკრაინელების კონგრესში მონაწილეობისას გამოაცხადა. "თანხები დაეხმარება უკრაინის მთავრობას, გააგრძელოს უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანი სერვისები ამ ზამთარში, პენსიების გადახდა, საწვავის შესყიდვა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა", - ამბობს ტრუდო. . ყველა მსურველ კანადელს, ისევე როგორც უცხოელებს, შეუძლიათ შეიძინონ სახელმწიფო ობლიგაციები. „კანადელები, რომლებიც შეიძენენ ამ ფასიან ქაღალდებს, დე ფაქტო შეიძენენ ხუთწლიან ჩვეულებრივ კანადურ სახელმწიფო ობლიგაციებს ეფექტური საპროცენტო განაკვეთით 3.3%, რაც დამოკიდებული იქნება ბაზრის პირობებზე ტრანზაქციის დროს. კანადელებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთი ინვესტიციების უსაფრთხოებაში, რაც სრულად არის დაცული კანადის AAA საკრედიტო რეიტინგით“, - განმარტა სამინისტრომ. ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული ყველა თანხა კანადის მთავრობა გადაირიცხება სავალუტო ფონდის სპეციალურ ანგარიშზე. ცნობისთვის, ომის დაწყებიდან დღემდე, კანადამ უკრაინას უკვე 2 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება გაუწია, რაც ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. გარდა ამისა, კანადამ კიდევ 2,5 მილიარდი დოლარი გამოყო სამხედრო, ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარების სახით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)