|
2022-11-21 10:50:25, 1711 ნახვა
პოლიტიკა
მორავეცკი - პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ 2008 წელს საქართველო და 2014 წელს ყირიმი ახალი ეპოქის დასაწყისი იყო
პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ 2008 წელს საქართველო და 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძული იყო ახალი ეპოქის დასაწყისი ჩვენს ისტორიაში, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მორავეცკიმ ფინელ კოლეგა, სანა მარინთან შეხვედრისას აღნიშნა, ფინეთი და პოლონეთი გეგმავს, რომ რუსეთის საზღვართან ბარიერი ააშენონ. "პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ 2008 წელს საქართველო და 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძული იყო ახალი ეპოქის დასაწყისი ჩვენს ისტორიაში, ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ რუსული გაზი ისეთივე საშიშია, როგორც რუსული ტანკები. რუსეთის ქმედებებსა და საფრთხეებს ჩვენი ქვეყანა წინ აღუდგება. პოლონეთმა კედელი ააშენა ბელარუსის საზღვარზე და ჩვენ ვაპირებთ ავაშენოთ ბარიერი რუსეთის საზღვართან, კალინიან გრადის რეგიონში და ვიცი, რომ ფინეთი ასევე ფიქრობს გარკვეულ ბარიერებზე. ზოგიერთი კედელი რუსეთთან, ასევე პოლიტიკური კლასის დონე ჩანს საფრთხის მომენტში, კრიზისის მომენტში, ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, როგორ რეაგირებს ევროკავშირი იმაზე, რაც ხდება უკრაინაში. ჩვენი საზღვრის უსაფრთხოება არ არის ადგილობრივი საკითხი, მას აქვს გლობალური განზომილება. ნატო არის ყველაზე ძლიერი თავდაცვის ალიანსი ისტორიაში, მაგრამ სიძლიერე ეყრდნობა ყველა სახელმწიფოს ძალასა და სოლიდარობას და ამიტომაა ეს ასე მნიშვნელოვანი, რომ შვედეთი და ფინეთი სწრაფად გაწევრიანდებიან ნატოში. რუსებს სურთ უკრაინელების გატეხვა. ჩვენ უნდა დავიცვათ თავი და მოვერიდოთ რუსეთის საფრთხეებს და სისასტიკეს. როდესაც ჩვენ ვართ გაერთიანებული და ორიენტირებულები მთავარ გეოპოლიტიკურ რისკებზე და საფრთხეებზე, ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებთ და უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობთ თავს",- განაცხადა მორავეცკიმ.
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)