|
2022-11-21 09:55:31, 1724 ნახვა
ომი უკრაინაში
მედვედევი - ტარაკნები „ყირიმის დაბრუნებით“ იმუქრებიან და მინდა შევახსენო - კიევი რუსული ქალაქია
კიევი რუსული ქალაქია, სადაც ყოველთვის რუსულად ფიქრობდნენ და ლაპარაკობდნენ, ასე რომ, რა და როგორ უნდა დაბრუნდეს, ძალიან ნათელია, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრო მედვედევმა განაცხადა. როგორც მედვედევი Telegram-ზე წერს, კიევის "ინსექტარიუმში გამოყვანილი სხვადასხვა ტარაკნები მუდმივად იმუქრებიან ყირიმის დაბრუნებით". "აქ, კიევის ინსექტარიუმში გამოყვანილი სხვადასხვა ტარაკნები მუდმივად იმუქრებიან "ყირიმის დაბრუნებით"... ამიტომ, მინდა შევახსენო მათ უდაო ფაქტები: კიევი ძველი რუსეთის დედაქალაქია. და ბოლოს, კიევი რუსული ქალაქია, სადაც ყოველთვის რუსულად ფიქრობდნენ და ლაპარაკობდნენ, ასე რომ, რა და როგორ უნდა დაბრუნდეს, ყველაფერი ძალიან ნათელია“,- წერს მედვედევი. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა და დონბასში ჰიბრიდული აგრესია დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)