|
2022-11-19 17:55:42, 922 ნახვა
პოლიტიკა
რაბათის ციხეზე რეზერვისტებმა ფიცი დადეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადას ახალი ქვედანაყოფი შეემატა. 104-ე ბატალიონი პირველად ჩამოყალიბდა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა. რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ რაბათის ციხეზე დადეს. რეზერვში გაწევრიანება მათ ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ რეზერვისტებმა საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. რეზერვისტები კაპელანმა მამა იოანემ დალოცა. ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 18 - დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები, 18-დან 22 წლის ჩათვლით. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად აიღებენ. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარს შეადგენს.
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)