|
2022-11-18 12:12:34, 1244 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნიამ „წყლისა და ჯანმრთელობის პროტოკოლის“ წევრთა მე-6 სესიაში მიიღო მონაწილეობა
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით 16-18 ნოემბერს ჟენევაში ,,წყლისა და ჯანმრთელობის პროტოკოლის" მხარეთა მე-6 სესია გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ,,წყლისა და ჯანმრთელობის პროტოკოლი" წყალთან დაკავშირებული დაავადებების შემთხვევების შემცირებას ითვალისწინებს. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, გასული ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, წყლისა და სანიტარიული მომსახურება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მაღალი რანგის წარმომადგენლების დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ. "სამედიცინო დაწესებულებებში WASH-ის (წყალით უზრუნველყოფა, სანიტარია და ჰიგიენა) სტრატეგიის დანერგვას, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ინფექციური კონტროლის უზრუნველყოფისთვის, ასევე ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრევენციისთვის უდიდესი პოტენციალი გააჩნია. სამინისტრო აქტიურად ახორციელებს მონიტორინგს ჰოსპიტლებში WASH -ის სტანდარტების დანერგვაზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის",- განაცხადა თამარ გაბუნიამ. ღონისძიებაზე ქვეყნებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ეფექტური ჩარჩოს შემუშავება,რათა გაიზარდოს წყლისა და სანიტარული სექტორების მდგრადობა და შემცირდეს წყალთან დაკავშირებული დაავადებების შემთხვევები. ამ მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია WASH (წყალით უზრუნველყოფა, სანიტარია და ჰიგიენა) სტრატეგიის დანერგვა სამედიცინო დაწესებულებებში, ანტიბიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გაძლიერება და სექტორთა შორის თანამშრომლობა წყლის რესურსის რაციონალური მოხმარებისთვის. სესიაში, ასევე, მონაწილეობენ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსი ნანა გაბრიაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)