14:40 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 08:58:33, 930 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც სამშობლოსათვის თანხას გაიღებს, არის ოლიგარქი? ეს ჩავწეროთ?

ოლიგარქი შეიძლება იყოს საქართველოში სხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე და უკრაინაში სხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა, რითაც გამოეხმაურა განცხადებებს, რომ საქართველომ  ქართულ რეალობაზე მორგებული დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა მიიღოს. 

მისივე თქმით, ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც თავისი სამშობლოსათვის მატერიალურ თანხას გაიღებს, ოლიგარქი ვერ იქნება. 

„ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც თავისი სამშობლოსათვის მატერიალურ თანხას გაიღებს და აშენებს ეკლესიას, აშენებს პარკს, მოამრავლებს ცხოველების და ფრინველების გადაშენებულ ჯიშებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ინახავს, რეაბილიტაციას უკეთებს, თეატრებს აშენებს - ეს არის ოლიგარქი? ჩავწეროთ მაშინ ეს, ნორმალურია ეს მსჯელობა?  მაშინ მოერგება კი ბატონო და დაწყნარდებიან ეს ადამიანები. სხვა კრიტერიუმებით არ ერგება და არ ხდება იდენტიფიცირება კანონის, რომელიც უკრაინაში მიჩნეულ იქნა კარგად“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics