10:44 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 13:08:54, 1173 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი - 2023 წლის ბიუჯეტის რესურსი 23,1 მილიარდი ლარია

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტის რესურსი 23,1 მილიარდი ლარია, საიდანაც სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე მთლიანი რესურსის 30 პროცენტია გათვალისწინებული. 

 

რესურსის 26 პროცენტი - 6,1 მილიარდი ლარი მიიმართება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ პროექტებზე;

11 პროცენტია (2,6 მილიარდი ლარი) გამოყოფილი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე;

ასევე, 11 პროცენტამდეა (2,5 მილიარდი ლარი) თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დაფინანსება;

კულტურისა და სპორტის დაფინანსება შეადგენს 831 მილიონ ლარს;

გარემოს დაცვა - 617 მილიონ ლარს;

პენიტენციური სისტემისთვის გათვალისწინებულია 227 მილიონი ლარი;

სასამართლოებისა და პროკურატურის დაფინანსება - 192 მილიონი ლარი;

საგარეო ურთიერთობები - 183 მილიონი ლარი;

ვალების მომსახურება 1 მილიარდ 170 მილიონი ლარი;

ყველა სხვა დანარჩენი მიმართულების დაფინანსებაზე ბიუჯეტის მთლიანი რესურსის 8 პროცენტზე ნაკლები მიიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics