|
2022-11-17 10:45:36, 1047 ნახვა
მსოფლიო
კანადა უკრაინას დამატებით 34 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს
კანადა უკრაინას დამატებით, დაახლოებით, 34 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფთან (UDCG) ვირტუალურ შეხვედრაზე განაცხადა. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ კანადა სასწავლო მისიას, გაერთიანებულ სამეფოში ოპერაციის UNIFIER-ის ფარგლებში, 2023 წლის ბოლომდე გაახანგრძლივებს. „კანადა ურყევია თავის ვალდებულებაში, დაეხმაროს უკრაინას, რომ დაიცვას თავი პუტინის უკანონო და გაუმართლებელი შემოჭრისგან. დღევანდელი განცხადება კიდევ უფრო დაეხმარება უკრაინას გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაში, რადგან ის აგრძელებს პროგრესს თავისი ტერიტორიის დაბრუნებაში. კანადის სამხედრო წვლილი წვრთნების, აღჭურვილობისა და ტრანსპორტის ჩათვლით, განუყოფელი იყო უკრაინის კონტრშეტევაში დღემდე და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში", - განაცხადა კანადის თავდაცვის მინისტრმა. უახლესი სამხედრო დახმარების პაკეტი პასუხობს უკრაინის მიერ განსაზღვრულ გადაუდებელ პრიორიტეტებს, მათ შორის: დაახლოებით, 5 მილიონი აშშ დოლარი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის (AFU) კრიტიკული თანამგზავრული სურათების მიწოდების გასაგრძელებლად; 18 მილიონ დოლარზე მეტი დამატებითი, მაღალი გარჩევადობის დრონის კამერებისთვის; 10 მილიონ დოლარამდე დამატებითი ზამთრის აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად AFU-ს მხარდასაჭერად, მათ შორის პორტატული გამათბობლები, თერმული საბნები და საძილე ტომრები კანადური კომპანიებისგან კანადური კომერციული კორპორაციის მეშვეობით. აღნიშნული დახმარება ავსებს 500 მილიონი აშშ დოლარის დამატებით სამხედრო დახმარების პაკეტს უკრაინისთვის, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ორშაბათს, 14 ნოემბერს გამოაცხადა.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)