|
2022-11-17 10:21:50, 675 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - მხოლოდ საქართველოს ჰყავდა ისეთი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც გულით უნდოდა, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი
ევროკავშირს ყველას მიმართ ჰქონდა ასეთი რეკომენდაციები, კონკრეტული შენიშვნები თუ მოთხოვნები, მაგრამ მხოლოდ საქართველოს ჰყავდა ისეთი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც გულით უნდოდა და დღესაც უნდა გულით, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციიდან ვინც განცხადებებს აკეთებს ამ თემაზე, სამს ან ოთხსაც არ ექნება წაკითხული რეალურად ეს ანგარიში. სხვანაირად არც იქნებოდა ეს მესიჯები, რაც მათ ჰქონდათ. „სინამდვილეში ანგარიში, რომელიც ევროკავშირმა შეიმუშავა არის საქართველოს მხარდამჭერი, ბევრ პოზიტივს შეიცავს და პირდაპირ შეიცავს საქართველოს მხარდამჭერ გზავნილებს. სპეციალურად მოხდა აღრევა, სპეციალურად გადაზილეს ეს ინფორმაცია ერთმანეთში, გაიხსენეთ, ევროპარლამენტარებს ეძახდნენ ევროკავშირს, რეზოლუციას ეძახდნენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ეს ყველაფერი გააკეთეს სპეციალურად, საზოგადოების დასაბნევად, აქცენტი გააკეთეს იმ რეკომენდაციებზე და შენიშვნებზე, რაც ყველა ქვეყნის მიმართ არის გაკეთებული და არა მხოლოდ ჩვენთან, ნახეთ უკრაინის მიმართ, მოლდოვის მიმართ გაკეთებული რეკომენდაციები და ნახეთ, სხვა ქვეყნებიც ამოიღეთ, ვინც დღეს კანდიდატები არიან და მოლაპარაკებებიც აქვთ გახსნილი. ყველას ჰქონდა ასეთი რეკომენდაციები, ყველას მიმართ ჰქონდათ კონკრეტული შენიშვნები თუ მოთხოვნები ევროკავშირს, მაგრამ მხოლოდ საქართველოს ჰყავდა ისეთი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც გულით უნდოდა და დღესაც უნდა გულით, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)