16:23 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 10:43:39, 1273 ნახვა

მსოფლიო
სუნაკმა ლავროვის თანდასწრებით მოსკოვს მოუწოდა, რომ გავიდეს უკრაინიდან და დაასრულოს ბარბაროსული ომი

ბრიტანეთის ახლად არჩეულმა პრემიერმა, რიში სუნაკმა G20-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და დასძინა, რომ „ქვეყნები არ უნდა შეიჭრან თავიანთ მეზობლებთან“.

პლენარულ დარბაზში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის პირისპირ, პრემიერ-მინისტრმა მოსკოვს მოუწოდა „გავიდეს უკრაინიდან და დაასრულოს ეს ბარბაროსული ომი“. 

”აღსანიშნავია, რომ პუტინი არ შემოგვიერთდა. შესაძლოა, აქ რომ ყოფილიყო, შესაძლებელი ყოფილიყო საქმეების დალაგება, რადგან ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება ვინმემ გააკეთოს, არის ის, რომ რუსეთი გავიდეს უკრაინიდან და დაასრულოს ეს ბარბაროსული ომი. ეს გარდამტეხი იქნებოდა უკრაინისთვის და მსოფლიოსთვის. დიდი ბრიტანეთი წინააღმდეგია ამ აგრესიის. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება",- განაცხადა სუნაკმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა. სამიტზე განსახილველი მთავარი საკითხები უკრაინის ომი და ინფლაცია იქნება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც ინდონეზიაში ჩასვლა გადაიფიქრა, G20-ის სამიტს არც ვირტუალურ რეჟიმში ესწრება. ეს გადაწყვეტილება "პუტინის განრიგს და რუსეთში ყოფნის აუცილებლობას უკავშირდება". რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics