|
2022-11-14 14:07:19, 1058 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“ ქუთაისში ბიზნესების მხარდაჭერისთვის ტრენინგების სერია დაიწყო
ქუთაისში, „თიბისის“ ფილიალში (მისამართი: გრიშაშვილის #26 ) მდებარე ტრენინგ ცენტრი ტრენინგების სერიას უმასპინძლებს, რომელიც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა აქტუალურ თემატიკაზე ჩატარდება. პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელი პარასკევს, 11 ნოემბერს შედგა საგადასახადო კანონმდებლობაში შესულ მნიშვნელოვან სიახლეებს მიეძღვნა. ტრენინგს, რომელიც საერთაშორისო ქსელური აუდიტორული კომპანია Kreston Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა ჩაატარა, მცირე და საშუალო ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო. „მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა „თიბისი“ ბიზნესისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. იმერეთის რეგიონში ბიზნესს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, „თიბისი“ მხარს უჭერს მათ ამ პოტენციალის აღმოჩენაში და საჭირო და აუცილებელი სიახლეების გაცნობის უზრუნველყოფაში. ჩვენ დავაარსეთ ქუთაისში ტრენინგ ცენტრი, სადაც პერმანენტულად გაიმართება მსგავსი ტიპის შეხვედრები,“ - ვეფხია ლომინაშვილი, „თიბისის“ ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი. ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით „თიბისი“ არაერთ ინიციატივას ახორციელებს საქართველოს რეგიონებში. მათ შორის, წელს „თიბისიმ“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 5 რეგიონული ფორუმი ჩაატარა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)