18:42 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 19:39:12, 1182 ნახვა

პოლიტიკა
ALDE - საქართველოსთვის ევროპულ გზაზე პირველი ნაბიჯი ნიკა გვარამიას გათავისუფლებაა

საქართველოსთვის ევროპულ გზაზე პირველი ნაბიჯი ნიკა გვარამიას გათავისუფლებაა. - ამის შესახებ ALDE-ს პრეზიდენტმა და ევროპარლამენტარების ნაწილმა განაცხადა.

მათივე თქმით, საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზირება უნდა დასრულდეს.  

"პირველი ნაბიჯი საქართველოსათვის ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომელიც ყალბი საფუძვლებით არის დაპატიმრებული. რასაც მოაქვს დამოუკიდებელი ადამიანის უფლებადამცველი ორგნიზაციები საქართველოს შიგნით და საქართველოს გარეთ. 
საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზირება უნდა დასრულდეს.  საქართველოს ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას, მიშელის შეთანხმებას". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics