|
2022-11-10 15:30:03, 1158 ნახვა
საზოგადოება
თელავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ახმეტაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, თელავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ახმეტის და პანკისის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. გენერალური პროკურატურის ცნობით, ახმეტაში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა საჭიროებებს, მათთვის სპეციალური სერვისების მიწოდებას, სამართლებრივ დახმარებას და სამართალწარმოების პროცესში ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას. პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურატურის მიერ ბოლო წლებში გატარებულ ღონისძიებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ისაუბრეს ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც და აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის დანაშაულებთან ბრძოლა პროკურატურისთვის კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დაცვა, მხარდაჭერა და მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ძალადობის პირველივე შემთხვევის შესახებ შეტყობინება, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული მძიმე დანაშაული. პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეების მოსაზრებები მოისმინეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. ოჯახში ძალადობის და ფემიციდის დანაშაულების დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და მათი საჭიროებების გათვალისწინება კამპანიის ფარგლებში აქტიურად გაგრძელდება. ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია. ამ მიზნით, პროკურორები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს.
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)