02:30 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 22:13:03, 2188 ნახვა

ომი უკრაინაში
ზახაროვა - რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის არსებული გარემოებების გათვალისწინებით

რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის არსებული გარემოებების გათვალისწინებით. - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს.

"რუსეთის მზაობა მოლაპარაკებებისადმი კვლავ არსებობს, ხაზგასმით ვამბობ, რომ უცვლელია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენმა "პარტნიორებმა" მორიგ ჯერზე გაიაზრონ, ჩვენ კვლავ ღია ვართ მოლაპარაკებისთვის, მასზე უარი არასდროს გვითქვამს. მზად ვართ მოლაპარაკებების გასამართად, ცხადია, არსებული რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ახლა ვითარდება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics