|
2022-11-09 15:29:02, 1058 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად ამჯერად, 29 ოჯახს გადაეცა
თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ამჯერად, სამგორის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ. „სამგორის რაიონში 29 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადავეცით. ეს ძალიან კარგი პროგრამაა, რომელიც 2017 წლიდან ხორციელდება. 2 500-ზე მეტი ოჯახია ფართებით დაკმაყოფილებული. ლაპარაკია ოჯახებზე, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული მიზეზების გამო ვერ იკანონებდნენ. აღნიშული პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. მიხარია, რომ დღეს კიდევ 29 ოჯახი გავაბედნიერეთ. ვულოცავ მათ. ეს პროგრამა კი გრძელდება. ყველას, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. მერიის ინფორმაციით, 2018 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართები 2 532 ოჯახს დაუკანონდა. გარდა ამისა, თბილისის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და ფართებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში რევაზ სოხაძე იმყოფებოდნენ.
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)