|
2022-11-08 23:11:26, 1313 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპი - ვფიქრობ, წინ შესანიშნავი ღამე გველოდება
ვფიქრობ, წინ შესანიშნავი ღამე გველოდება. - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. დღეს აშშ-ში შუალედური არჩევნები იმართება. შედეგემის მიხედვით გადაწყდება, ვინ გააკონტროლებს საკანონმდებლო ორგანოს ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ბოლო ორ წელს. წინასაარჩევნოდ ჩატარებული გამოკითხვით დგინდება, რომ ქვედა პალატას, დიდი ალბათობით, რესპუბლიკელები გააკონტროლებენ. რაც შეეხება კონგრესის ზედა პალატას - შანსები თანაბარია. აშშ-ს შუალედური არჩევნების წინ, მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელთა გამარჯვებამ შეიძლება შეასუსტოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები. რესპუბლიკელები ბაიდენის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ ფასების ზრდაში, რაც ამჟამად, ამერიკელების მთავარი პრობლემაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)