|
2022-11-08 14:49:06, 1121 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი - მოგვიწევს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება, დროს და პირობებს უკრაინა განსაზღვრავს
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას მხარს უჭერს. უკრაინული მედიის ცნობით, ეგვიპტეში, სამიტზე მყოფმა მაკრონმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პირობებსა და ვადებს კიევი განსაზღვრავს. „ჩემი მხრივ, დარწმუნებული ვარ და ვვარაუდობ, რომ ახლაც, რაღაც მომენტში, ჩვენ მოგვიწევს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება. დროს და პირობებს უკრაინა განსაზღვრავს“, - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი. მაკრონი, რომელიც უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან, კიევში პირველად, დაახლოებით, 4 თვის შემდეგ ჩავიდა, მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებებისთვის "აბსოლუტურად რადიკალური პირობების წამოყენება" ნაჩქარევი იქნებოდა. ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა. 30 სექტმებერს, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ცერემონიაზე, უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. პუტინმა მაშინ განმარტა, რომ ორმხრივი მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებდა, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა". 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს. ოქტობრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კვლავაც მზად იყო. გუშინ, 7 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერთან გამართავს.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)