09:47 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 14:53:51, 975 ნახვა

საზოგადოება
გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გამო - პატრიარქის სამძიმარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

სამძიმრის წერილში ნახსენები არიან უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები: გურგენ გაგნიძე, მიხეილ ყაფლანიშვილი, ალექსანდრე მარტიაშვილი და ლევან სახელაშვილი.

"გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების, - გურგენ (გიორგი) გაგნიძის, მიხეილ ყაფლანიშვილის, ალექსანდრე მარტიაშვილისა და ლევან სახელაშვილის გარდაცვალების გამო.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი",- აღნიშნულია სამძიმარის წერილში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საბრძოლო მოქმედებებს 24 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics