21:49 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-04 09:37:29, 996 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე დეოლიგარქიზაციის კანონზე - პირდაპირ ავიღეთ და გადმოვიტანეთ საქართველოში, ვერავინ იტყვის რომ საკუთარ თავს მოვარგეთ

ჩვენ ჩვენს თავზე არ მოგვირგია, პირდაპირ ავიღეთ და გადმოვიტანეთ საქართველოში. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ რამე საკუთარ თავს მოვარგეთ. აქედან გამომდინარე, არგუმენტები არ გვესმის.  ჩემთვის მათი პოზიცია არის გასაგები, ოპოზიციის დიდი ნაწილი შეთანხმდა, რომ მხარს არ უჭერენ ამ კანონს და ისინიც აჰყვნენ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE”-ში  განაცხადა.  

წამყვანის შეკითხვაზე თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ, კობახიძე განმარტავს, რომ ეს მათი განაცხადია და არა არგუმენტი. 

„ეს თავისთავად განაცხადია და არა არგუმენტი. არგუმენტები მათგან არ მოგვისმენია. ჩვენ მარტივად უნდა განვიხილოთ ეს დეფინიცია არის თუ არა ობიექტური. თუ უკრაინაში არის ობიექტური, რა განსხვავებაა მაშინ საქართველოში. მარტივი ოთხი კრიტერიუმია, ერთი რომ უნდა გქონდეს გარკვეული ფინანსური რესურსი, მეორე პოლიტიკაზე გავლენა, მესამე მედიაზე გავლენა და მეოთხე მონოპოლიური ან გაბატონებული მდგომარეობა ბაზრის კონკრეტულ სფეროში. ოთხი კრიტერიუმია, რომელი არ მოსწონთ, ამ ოთხიდან სამი უნდა იყოს დაკმაყოფილებული, ხომ უნდა თქვა რომ რომელიმე არ მოსწონთ, ან ოთხიდან სამს არ ეთანხმებიან და ა.შ. არგუმენტი არ არის და ჩვენს მხარეს არის ძალიან მყარი არგუმენტი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics