|
2022-11-03 14:44:16, 810 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - აშშ-ს საელჩოს გუშინდელი განცხადება იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა, რაც ძალიან მძიმეა
ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმეა, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, რომელიც ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეხებოდა. როგორც კობახიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს პარტნიორები სამართლის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას უნდა უფრთხილდებოდნენ. „მე, რა თქმა უნდა, ცოტა მძიმედ უნდა შევაფასო ასეთი განცხადებები. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვკადრულობთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე რაიმე ფორმით ზემოქმედებას. ვნახე გუშინ ამერიკის საელჩოს განცხადება, ელჩის განცხადება, ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმეა. სხვა შეფასებას მე ამას ვერ მივცემ. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე სხვა ქვეყანაში. ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც მე შემიძლია, გავაკეთო. ჩვენ სხვანაირად ვუდგებით სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სამართლის უზენაესობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 2 ნოემბერს აშშ-ს საელჩო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი „შეშფოთებას იწვევს“. საელჩოს განცხადებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პატიმრობა საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს". ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)