|
2022-11-02 12:17:21, 993 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია გვარამიას საქმეზე - რუსული რეჟიმი ციხეში ამწყვდევს თავისუფალ ადამიანებს
მთავარი დასკვნა არის ის, რომ ამ რეჟიმისგან რაიმეს მოლოდინი, რომ რაღაც ეტაპზე მოლბებიან და სასამართლო დაემსგავსება სასამართლოს, არ არსებობს, - ასე აფასებს "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარიამ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიუთებს რუსულ რეჟიმზე, რომელიც ერთადერთი რასაც აკეთებს არის, რომ ციხეში ამწყვდევს თავისუფალ ადამიანებს. "ეს არის რუსული რეჟიმი და რუსული რეჟიმი ერთადერთი რასაც აკეთებს არის ციხეში ამოამწყვდევს თავისუფალ ადამიანებს. თქვენ გჭირდებათ დაცვა, ჟურნალისტებს სჭირდებათ დაცვა და ნიკა დღეს გიცავთ საკუთარი მოქმედებებით და საკუთარი სიძლიერით. მოქალაქეებს სჭირდებთ დღეს დაცვა, ახალგაზრდობას სჭირდება დაცვა, პენსიონერს სჭირდება დაცვა და ეს უნდა ვუზრუნველყოთ ჩვენ. უნდა დავიცვათ სიმართლით და არა ილუზიებით, რომ ქართული ოცნება რამეს გააკეთებს და ასევე უნდა ვუზრუნველყოთ ერთობით. ამ ორ დასკვნას თუ გამოვიტანთ და არ დავიღლებით, ნიკაც გამოვა და რაც მთავარია, გამოვა ის, რისთვისაც ზის ნიკა, რომ ჩვენ ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში ხელების ჩამოყრა, ეს არის ყველაზე ცუდი ნიკასთვის, მედიისთვის, საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის. პირიქით, წინ უნდა წავიდეთ, არ შევეგუოთ, შევეწინააღმდეგოთ, დავანებოთ ერთმანეთთან კინკლაობას თავი და გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა",- განაცხადა ხოშტარიამ. ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება , რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)