|
2022-11-02 11:48:11, 809 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - მინდა პრეზიდენტს მოვუწოდო, აიღოს პასუხისმგებლობა და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს
დროა საქართველოს პრეზიდენტმა, აიღოს პასუხისმგებლობა და გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი,- ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებაზე. მისი თქმით, პრეზიდენტმა უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა, რადგან ეს არ ეხება მხოლოდ მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ეს ეხება საქართველოს ევროინტეგრაციას და მომავალს. „მინდა ძალიან კონკრეტულად ვთქვა, პირველი ნიკას თავისუფლება ეს არ არის, მხოლოდ და მხოლოდ ნიკას პირადი თავისუფლება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად, რომელშიც პირდაპირ წერია ნიკას თავისუფლება და ასევე პირდაპირ წერია, რომ ნიკას თავისუფლება მნიშვნელოვანია მედია თავისუფლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ნიკას დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, მინდა ღიად მოვუწოდო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აიღოს პასუხისმგებლობა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და მიმართვის შემთხვევაში გაათავისუფლოს ნიკა გვარამია. პრეზიდენტმა უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა, რადგან ეს არ ეხება მხოლოდ მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ეს ეხება საქართველოს ევროინტეგრაციას და მომავალს. თორემ ნიკა გვარამია თავისუფალია და მან აჩვენა განსაკუთრებული მხნეობის მაგალითი. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს პასუხისმგებლობის აღებისკენ, ახლა კი დროა თავად აიღოს ეს პასუხისმგებლობა. გაითავისოს ეს და გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი. დიახ გადადგას ეს ნაბიჯი, რადგან ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისთვის“,- განაცხადა დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დაეტოვებინა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)