|
2022-10-31 18:27:12, 1370 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე ოპოზიციაზე - ჰგონიათ, რომ ვინმეს მიმართ რაიმე სანქციის შემოღებით მათ ეშველებათ
წყალწაღებულები ხავსს ეჭიდებიან და ჰგონიათ, რომ ვინმეს მიმართ რაიმე სანქციის შემოღებით მათ ეშველებათ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების", ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სანქციების არავის ეშინია. "რა არის მიკერძოებული კრიტერიუმი, ოპოზიციამ ჯერ ვერ თქვა. სამაგიეროდ, მათ პირდაპირ თქვეს ის, რაც თავიდანვე აწუხებდათ. ეს არის პოლიტიკური ტრავმა, რომელიც მიიღეს 2012 წელს და პოლიტიკური შურისძიების სურვილი, როგორმე შური იძიონ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, ვინც ისინი გაისტუმრა. მე სანქციებზე ბევრჯერ გითხარით თქვენ, არავის არ ეშინია არცერთი უსამართლო სანქციის. სანქციებს აზრი აქვს მაშინ, როდესაც ის სამართლიანია, შესაბამისად, ვინც ამაზე ნერვიულობს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა", რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად გვახსოვს, ეს არის წყალწაღებულები როდესაც ხავსს ეჭიდებიან, და ჰგონიათ, რომ ვინმეს მიმართ რაიმე სანქციის შემოღებით, მათ ეშველებათ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)