|
2022-10-31 16:25:20, 1187 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, ოთხ მისამართზე 124 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა
საბურთალოს რაიონში, ოთხ მისამართზე, ავტოფარეხების ნაცვლად, კეთილმოწყობილი სივრცეები იქნება. ცინცაძის ქ. N42, შარტავას ქ. N4-6, დოლიძის ქ. კორპუსი N28-სა და ფანჯიკიძის N10-ის მოსახლეობის სურვილით, ჯამში, 124 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ცინცაძის ქ.42-ის მიმდებარედ არსებული სივრცე უკვე კეთილმოეწყო, სადაც რამდენიმე ავტოფარეხი სკვერის ტერიტორიაზე იყო შეჭრილი. პროექტის მიხედვით, მოეწყო განათების სისტემა, ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდა და დაიდგა საპარკე ინვენტარი. დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ და საკრებულოს წევრმა ლევან არველაძემ დაათვალიერეს. „მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას და ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ იმისთვის, რომ ავტოფარეხების ადგილზე კიდევ არაერთი ლამაზი დასასვენებელი სივრცე მოეწყოს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძე. ასევე, დოლიძის ქ. კორპუსი N 28 და ფანჯიკიძის ქ. N 10-ში მოსახლეობასთან შეთანხმებით ეზო კეთილმოეწყო. ორივე მისამართზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარი. ფანჯიკიძის ქუჩაზე საბავშვო სივრცეც მოეწყო. ამ დროისთვის, დოლიძეზე დარჩენილია გამწვანების სამუშაოები. ასევე, საბურთალოს გამგებელი შარტავას ქ. N4-6-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და პირველ ეტაპზე, დაიგეგმა წყალარინების მოწესრიგება და ეზოს მოასფალტება, რის შემდეგაც სპორტული მოედანი და სკვერი მოეწყობა.
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)