23:41 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-31 16:03:31, 1310 ნახვა

პოლიტიკა
შტერობაა რაც ახლა იკითხე, ბიძინა არის ქველმოქმედი, რომელიც გაემიჯნა პოლიტიკას - ზარქუა ჟურნალისტს

რანაირად გიპასუხო, შტერობაა ეს რაც იკითხე ახლა, შტერობაა კითხვა და თუ მიიღებ, მაშინ შენც გეხება,- ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის შეკითხვას "არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი?" 

 ზარქუას თქმით, "ამ შტერობა" შეკითხვას მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური პარტნიორები სვამენ, როგორიცაა რასა იუკნევიჩიენე და ანდრიუს კუბილიუსი. 

ირაკლი ზარქუამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის დეოლიგარქიზაციის კანონი არ შეეხება, რადგად ის "მეცენატი და ქველმოქმედია". 

"რანაირად გიპასუხო, შტერობაა ეს რაც იკითხე ახლა. არა, არავინ არ საუბრობს, არა, შტერობაა. შტერობაა კითხვა და თუ მიიღებ, მაშინ შენც გეხება ესე იგი.  შტერობაა ამ კითხვას რომ სვამ, არსად, არავინ არ კითხულობს,  ერთი არის ქალბატონი რასა, რომელიც არის პირდაპირ პოლიტიკური პარტნიორ "ნაციონალური მოძრაობის" და ფასიანი ლობისტი, გინდა ეს მათქმევინო? აგერ მიიღე, ოღონდ არ შემაწყვეტინო, მეორე არის კუბილიუსი, რომელიც არის ჩვეულებრივი პარტიის წევრი "ნაცმოძრაობის" და ეს ორი თუ სამი ადამიანი კითხულობს და ებრძვის ბიძინას. ბიძინა არის ქველმოქმედი, არის ის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და თავისი გადაწყვეტილებით გაემიჯნა პოლიტიკას, აქედან გამომდინარე ვერ შეეხება", - განაცხადა  ზარქუამ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პარლამენტში „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics