|
2022-10-28 12:49:42, 1000 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კომპანია „ფემილი 2022"-მა მზის პანელები დაამონტაჟა
საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, საყოფაცხოვრებო პროდუქციის საწყობმა „ფემილი 2022“-მა კომპანია „ჯეო ენერჯის“ დახმარებით მზის პანელები დაამონტაჟა. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ინვესტიცია სრულად საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსდა. „ჩვენ საქართველოს ბანკთან უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ და მათი ფინანსური მხარდაჭერით შევძელით გავმხდარიყავით ეკომეგბრული კომპანია და „ჯეო ენერჯისთან“ თანამშრომლობით 119.76 კვტ სიმძლავრის მზის სადგურებიც დავამონტაჟეთ. მზის პანელების ენერგიის წლიური საშუალო გამომუშავება 130 000 კვტ-ს შეადგენს. ინვესტიციის უკუგების პერიოდი დაახლოებით 5 წელია. მზის სადგურის მიერ მიღებული ელექტროენერგია წლიურად 75 ტონა ნახშირორჟანგს შეამცირებს და 105 ხის დარგვას გაუტოლდება. ეს მნიშვნელოვნად დაგვიზოგავს გადასახადს და მოგვცემს შესაძლებლობას, დაზოგილი თანხა კვლავ ბიზნესის განვითარებას მოვახმაროთ. ჩვენ კმაყოფილები ვართ შესრულებული სამუშაოებით. რაც მთავარია, პროექტი დროულად და მაღალი ხარისხით შესრულდა“, - განაცხადა „ფემილი 2022“-ის ფინანსურმა დირექტორმა, ლაშა ლომიძემ. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით მზის ელექტროსადგურებისთვის ეკომეგობრული პროექტი - ენერგოკრედიტი დანერგა. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი, მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. აღნიშნული პროდუქციის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი საკუთარ ბიზნესის განვითარებას მოახმაროს.
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)