|
2022-10-27 14:45:48, 894 ნახვა
საზოგადოება
ჩეხეთის ელჩი საქართველოში და ჩეხეთის პარლამენტის სენატის დელეგაციის წევრები რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ესტუმრნენ
ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში და ჩეხეთის პარლამენტის სენატის დელეგაციის წევრები რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ესტუმრნენ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სენატორებმა, ელჩმა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ის სამედიცინო აღჭურვილობა დაათვალიერეს, რომელიც კლინიკას ჩეხეთის მთავრობის სახელით გადაეცა. „რუხის საავადმყოფოს სამედიცინო შესაძლებლობების გაუმჯობესების საქმეში ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას დიდი წვლილი მიუძღვის. კლინიკის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების გაძლიერების მიზნით რუხის საავადმყოფოს ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა გადაეცა. ჩეხეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში ასევე მოქმედებს სხვადასხვა პროექტი, რომელიც ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგთან მის მართვაში არსებული კლინიკების თანამშრომლების გადამზადებას ითვალისწინებს. რუხის კლინიკასა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჩეხეთის მთავრობა ონკოგინეკოლოგიური სერვისების გამართვაშიც ეხმარება. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩეხეთის პარლამენტის სენატის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები და ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა იმყოფებოდნენ. სტუმრებს კლინიკაში ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი გვანცა გასვიანი, აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ პაპავა და რუხის საავადმყოფოს მმართველი დავით შონია შეხვდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)