07:24 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 21:01:27, 1680 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - სამხედრო დახმარების მიწოდებით, ჩვენ უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გავაძლიეროთ

სამხედრო დახმარების მიწოდებით, ჩვენ უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გავაძლიეროთ. - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, რისი მიღწევაც უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან შეუძლია, დამოკიდებულია ბრძოლის ველზე სიძლიერეზე.

"ომების უმეტესობა მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ამავდროულად, ჩვენ ვიცით, რომ რისი მიღწევაც უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან შეუძლია, მთლიანად დამოკიდებულია ბრძოლის ველზე მათ სიძლიერეზე. ასე, რომ სამხედრო დახმარების მიწოდებით ჩვენ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გავაძლიეროთ. რაც უფრო ძლიერია უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო სავარაუდოა, რომ ჩვენ გვექნება პოლიტიკური გადაწყვეტა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გამარჯვებას, როგორც სუვერენულ, დამოუკიდებელ ერს ევროპაში". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics